კომპანია „Geo Organics“-ი დინამიურად განვითარებადი კომპანიაა, რომელიც ბიოლოგიურად აქტიურ დანამატებსა და კოსმეტიკურ საშუალებებს აწარმოებს. „Geo Organics“-მა თავისი საწარმო სპეციალურად შერჩეულ მაღალმთიან რეგიონში, GMP სტანდარტის სრული დაცვით, ააშენა. „GeoOrganics“-მა, რომლის სათაო ოფისიც დიდ ბრიტანეთში მდებარეობს, საქმიანობა 2017 წელს დაიწყო. საქართველოში, თანამედროვედ აღჭურვილი მაღალტექნოლოგიური საწარმოს მშენებლობასთან ერთად, „Geo Organics“-მა მიზნად ადგილობრივი მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება დაისახა.
„Geo Organics“-ის მიზანი ქვეყანაში ქართული კოსმეტიკური პროდუქციის გამოშვებაა. წარმოების გაფართოების შემდეგ, „GeoOrganics“-ში დამატებითი სამუშაო ადგილები შეიქმნება და დასაქმებულთა გადამზადებას ხელი შეეწყობა. ამასთანავე, დაგეგმილია თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და წარმოებული პროდუქციის ექსპორტზე გატანა.
„Geo Organics“-ის მაღალტექნოლოგიური საწარმო GMP-ის სტანდარტისა და საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად აშენდა. „Geo Organics“-მა სერტიფიკატის მისაღებად რამდენიმე ეტაპი უკვე გაიარა და წლის ბოლომდე, ამ პროცესს დაასრულებს.
საწარმოში, რომელიც ულტრათანამედროვე ტექნიკით არის აღჭურვილი, დიდი გამოცდილების მქონე პროფესიონალები მუშაობენ. GMP-ის სპეციალისტები ტრენინგებს სისტემატურად უტარებენ. პროდუქციის ხარისხი წარმოების ყველა ეტაპზე კონტროლდება. უახლესი ტექნიკის მუშაობას იტალიელი ინჟინრები მეთვალყურეობენ.
ამჟამად კომპანია „Geo Organics“-ი საკუთარი ლაბორატორიის მშენებლობას ამთავრებს, სადაც, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, სხვადასხვა კოსმეტიკური საშუალებების დამზადება იქნება შესაძლებელი.
გენერალური დირექტორი
„Geo Organics“ -ი გეგმავს ქვეყანაში ქართული სერტიფიცირებული კოსმეტიკის პირველი მწარმოებელი გახდეს და საკუთარი პროდუქცია სხვადასხვა ქვეყნებში გაიტანოს; წარმოების გაფართოებასთან ერთად შექმნას მეტი სამუშაო ადგილი და ხელი შეუწყოს კადრების კვალიფიკაციის მუდმივ ზრდას.
ტელეფონის ნომერი
ელ.ფოსტა
ჩვენი მისამართი